მთავარი იდეა | ”ოქროს კვეთა” |
მნიშვნელობა/აქტუალობა | მოსწავლეები უკეთ შესძლებენ პროპორციული დამოკიდებულების აღოჩენას, გრაფიკულად წარმოდგენილი სიდიდეების ანალიზს. გაიღრმავებენ ინფორმაციის მოძიების უნარ–ჩვევებს. |
მიზნები და შედეგები | მათ.VII.5. ამოიცნობს და გამოსახავს სიდიდეებს შორის პროპორციულ დამოკიდებულებას
|
შეფასების საგანი და პროცედურები | დამხმარე ტექნიკური საშუალებებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება.მათემატიკის ადგილისა და მნიშვნელობის შეფასება ხელოვნებასა და ადამიანის მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროებში |
რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ | მოსწავლეებმა იციან პროპორცია. პროპორციული სიდიდეების გამოსახვის ხერხები, მოცემული რიცხვის გარკვეული რიცხვების პროპორციულ ნაწილებად გაყოფის მაგალითები. |
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი | სახელმძღვანელო, კომპიუტერი, ინტერნეტის რესურსები. http://www.google.ge/images |
პროექტის მსვლელობა | კლასი წინასწარ გაიყოფა სამ მიზნობრივ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს მიეცემა დავალება. 1 ჯგუფის მოსწავლეები შეაგროვებენ მასალებს, სადაც შეიძლება არმოაჩინონ კავშირი ბუნებასა და პროპორციასთან. (იგულისხმება ფლორა და ფაუნა) მაგალითად ფარშევანგის კუდის „მორთულობაში“ 2–ე ჯგუფის მოსწავლეები დაათვალიერებენ თბილისში არსებულ ხუროთმოძღვრების ძეგლებს (სიონი, სამება, ქაშუეთი, წმ. ნიკოლოზი) და აღმოაჩენენ ოქროს კვეთას; 3–ე ჯგუფი გაეცნობა ანტიკური ხელოვნების ნიმუშებს (პართენონი, აპოლონის ქანდაკება, ხეოფსის პირამიდა და სხვა.) დაათვალიერებენ რენესანსის მხატვრების ზოგიერთ შედევრს (ჯოკონდა-ლეონარდო და ვინჩი, დავითი-მიქელანჯელო და სხვა) და მათშიც ნახავენ ოქროს კვეთის ფრაგმენტებს. ამ მასალების შეგროვებისას ხდება კონკრეტული საქმიანობის გადანაწილება ჯგუფის წევრებს შორის,(ვინ რას და როდის აკეთებს) |
Tuesday, May 11, 2010
პროექტი
Subscribe to:
Posts (Atom)