Tuesday, May 11, 2010

პროექტი

მთავარი იდეაოქროს კვეთა
მნიშვნელობა/აქტუალობამოსწავლეები უკეთ შესძლებენ პროპორციული დამოკიდებულების აღოჩენას, გრაფიკულად წარმოდგენილი სიდიდეების ანალიზს. გაიღრმავებენ ინფორმაციის მოძიების უნარ–ჩვევებს.
მიზნები და შედეგებიმათ.VII.5. ამოიცნობს და გამოსახავს სიდიდეებს შორის პროპორციულ დამოკიდებულებას
  • მოცემული დამოკიდებულებისათვის თვისებრივად და რაოდენობრივად აღწერს თუ რა გავლენადს ახდენს ერთი სიდიდის ცვლილება მეორის მნიშვნელობაზე; მოყავს მუდმივი და არა მუდმივი რაოდენობრივი ცვლილებების მაგალითები ყოველდღიურ ცხოვრებიდან.
  • მოსწავლეებს უვითარდებათ კვლევის ლოგიკური კავშირის დამყარების, ასევე გეომეტრიული ხედვის უნარ-ჩვევები.

შეფასების საგანი და პროცედურებიდამხმარე ტექნიკური საშუალებებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება.მათემატიკის ადგილისა და მნიშვნელობის შეფასება ხელოვნებასა და ადამიანის მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროებში
რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარმოსწავლეებმა იციან პროპორცია. პროპორციული სიდიდეების გამოსახვის ხერხები, მოცემული რიცხვის გარკვეული რიცხვების პროპორციულ ნაწილებად გაყოფის მაგალითები.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსისახელმძღვანელო, კომპიუტერი, ინტერნეტის რესურსები. http://www.google.ge/images
პროექტის მსვლელობა

კლასი წინასწარ გაიყოფა სამ მიზნობრივ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს მიეცემა დავალება. 1 ჯგუფის მოსწავლეები შეაგროვებენ მასალებს, სადაც შეიძლება არმოაჩინონ კავშირი ბუნებასა და პროპორციასთან. (იგულისხმება ფლორა და ფაუნა) მაგალითად ფარშევანგის კუდის „მორთულობაში“ 2–ე ჯგუფის

მოსწავლეები დაათვალიერებენ თბილისში არსებულ ხუროთმოძღვრების ძეგლებს (სიონი, სამება, ქაშუეთი, წმ. ნიკოლოზი) და აღმოაჩენენ ოქროს კვეთას; 3–ე ჯგუფი გაეცნობა ანტიკური ხელოვნების ნიმუშებს (პართენონი, აპოლონის ქანდაკება, ხეოფსის პირამიდა და სხვა.) დაათვალიერებენ რენესანსის მხატვრების ზოგიერთ შედევრს (ჯოკონდა-ლეონარდო და ვინჩი, დავითი-მიქელანჯელო და სხვა) და მათშიც ნახავენ ოქროს კვეთის ფრაგმენტებს. ამ მასალების შეგროვებისას ხდება კონკრეტული საქმიანობის გადანაწილება ჯგუფის წევრებს შორის,(ვინ რას და როდის აკეთებს)

No comments:

Post a Comment